ავიაბილეთების კორპორატიული მომსახურება – გზა ეფექტური ბიზნეს მოგზაურობისთვის

დღეს, საქმიან მოგზაურობაში სისწრაფე და მოქნილობა პირდაპირ გავლენას ახდენს კომპანიის წარმატებაზე. ბიზნესისთვის მთავარი უნდა იყოს არა უბრალოდ ავიაბილეთების შეძენა, არამედ ხარჯების ოპტიმიზაცია, რისკების მინიმალიზება და თავისი თანამშრომლებისთვის მაქსიმალური კომფორტის შექმნა. სწორედ ამიტომ ხდება ავიაბილეთების კორპორატიული მომსახურება კომპანიებისთვის სტრატეგიულ გადაწყვეტად.

ავიაბილეთების კორპორატიული დაჯავშნის სერვისის უპირატესობები:

მოქნილობა და ინდივიდუალური მიდგომა – ცხადია სტანდარტული გადაწყვეტილებები ყოველთვის არ არის ბიზნესისთვის შესაფერისი. კორპორატიული მომსახურება საშუალებას გაძლევთ სპეციალისტების რეკომენდაციით ოპტიმიზაცია გაუკეთოთ მარშრუტს, მაღალი ჯარიმების გარეშე შეცვალოთ თარიღები, გაითვალისწინოთ თანამშრომელთა სამივლინებო სპეციფიკა და ამ ყველაფრის გათვალისწინებით ოპტიმიზაცია გაუკეთოთ ხარჯებს.

ხარჯების შემცირება – კორპორატიული სერვისის ფარგლებში თქვენი ბიზნესი ავიაბილეთებზე სპეციალური ფასების გარდა მიიღებს – სასტუმროს ნომრებს ექსკლუზიურ ფასებში, ფასდაკლებას დამატებით ბარგზე, ბორტზე სასურველი ადგილის არჩევა ფასდაკლებით, eSIM როუმინგ ინტერნეტი უფასოდ, უფასო სამოგზაურო დაზღვევა, შეღავათები კერძო ან ჯგუფურ ტრანსფერებზე. სპეციალური სადაჯავშნო სისტემების გამოყენებით კი თქვენს ავიაბილეთებზე ცენტრალიზირებული მართვა უზრუნველყოფს ავიაბილეთებთან დაკავშირებული დამატებითი ოპერაციების შესრულებას მინიმალური ჯარიმით, რაც ონლაინ შეძენილი ბილეთების შემთხვევაში ხარჯებს სულ მცირე აორმაგებს.

პრიორიტეტული მხარდაჭერა – რეისების სასწრაფო წესით ცვლილებები ან ფორს-მაჟორული გარემოებები – ყველაფერი ეს საჭიროებს ოპერატიულ რეაგირებას. FlyAvia -ს გუნდი დაკომპლექტებულია პროფესიონალი, IATA სერტიფიცირებული ოპერატორებით, ჩვენთან კორპორატიული კლიენტები იღებენ პრიორიტეტულ მხარდაჭერას, რაც ორგანიზაციისთვის მოგზაურობის დაგეგმვას და მისი მიმდინარეობის მართვას ბიზნესისთვის ნაკლებად სტრესულს ხდის.

მიმართულებების ოპტიმიზაცია და რეზერვაცია– ჩვენი მრავალფეროვანი სადაჯავშნო სისტემები საუკეთესო მარშრუტის ანალიზის შესაძლებლობას გვაძლევს, რაც ყველაზე ოპტიმალური ფასის მიღების გარანტიას იძლევა, აღსანიშნავია რომ თქვენთვის მისაღები ნებისმიერი ავიაბილეთი შეგვიძლია დავარეზერვოთ გონივრული ვადით, იმისათვის რომ თქვენ სამივლინებო დეტალები საბოლოოდ შეათნხმოთ, ამ დროის მანძილზე კი ბორტზე ადგილები და ავიაბილეთების ფასს შევინარჩუნებთ.

გამჭვირვალობა და ხარჯების კონტროლი – კორპორატიული სერვისი გთავაზობთ ხარჯების დეტალურ ანგარიშგებას, რაც კომპანიებს ეხმარება გააანალიზონ ბიუჯეტი და მიიღონ სტრატეგიული გადაწყვეტილებები საქმიანი მოგზაურობის ოპტიმიზაციისთვის. ჩვენ არ გვაქვს ფარული ხარჯები, ყველა დეტალი გამჭირვალეა.

გადახდის მოქნილი ფორმა – ბიზნესისთვის მნიშვნელოვანია არამხოლოდ ხარჯების შემცირება, არამედ ანგარიშსწორების მოქნილი და კომფორტული მექანიზმი. FlyAvia -ს კორპორატიული გადახდების ფორმატი ითვალისწინებს ბიზნესთან შეთანხმებულ ლიმიტებს, რომლის ფარგლებშიც კომპანიას შესაძლებლობა აქვს გამოწეროს ავიაბილეთები წინასწარი ჩარიცხვის გარეშეც. ხშირია შემთხვევები როდესაც ავიაბილეთების შეძენა ან ცვლილებები ბიზნესის ინტერესებიდან გამომდინარე დაჩქარებულად უნდა გაკეთდეს, ჩვენ არ შეგაფერხებთ და მყისიერ გადახდას არ მოგთხოვთ რადგან ვიცით რომ გადახდის ფორმალური ნაწილი დროსთან არის დაკავშირებული, ბიზნესს კი საკითხის მყისიერი გადაჭრა ესაჭიროება.

როგორ ეხმარება FlyAvia.Ge ბიზნესს?

FlyAviaკომპანიებს სთავაზობს კორპორატიული მომსახურების სრულ სპექტრს ავიაბილეთების დასაჯავშნად და მოგზაურობის შემდგომი მენეჯმენტისთვის.

ჩვენთან თანამშრომლობით თქვენი ორგანიზაცია მიიღებს:

✅ ერთ სივრცეში შეძლებთ შეიძინოთ ავიაბილეთები, დაჯავშნოთ სასტუმრო, ინდივიდუალური/ჯგუფური ტრანსფერები, სამოგზაურო დაზღვევა, როუმინგ ინტერნეტი. საჭიროების შემთხვევაში მყისიერად შეცვალოთ ავიაბილეთების განრიგი;

✅ ხელსაყრელი ტარიფები და ბიზნესზე მორგებულ სპეციალურ პირობები;

✅ IATA სერტიფიცირებული ოპერატორის პირადი მომსახურება;

✅ ინდივიდუალური სერვისი და 24/7 მხარდაჭერა;

✅ ავიაბილეთების ცვლილებები და გაუქმების მოქნილი პროცესი;

✅ გადახდის მოქნილი ფორმა / ბუღალტერიისთვის საჭირო ყველა დოკუმენტი;

✅ სპეციალური შეთავაზებები ჯგუფის შემთხვევაში;

ჩვენთან თანამშრომლობის შემთხვევაში მიიღებთ უფასო სერვისებსა და ფასდაკლებებს:

✅ფასდაკლება დამატებითი ბარგის შეძენისას;

✅ფასდაკლება თვითმფრინავში სასურველი ადგილის არჩევაზე;

✅უფასო eSIM როუმინგ ინტერნეტი;

✅სამოგზაურო დაზღვევა;

✅ფასდაკლება უცხოეთში კერძო ან ჯგუფურ ტრანსფერზე.

თუ, გსურთ საქმიანი მოგზაურობის სწრაფი, კომფორტული, მომგებიანი და უსაფრთხო ფორმით დაგეგმვა დაგვიკავშირდით და განვიხილოთ თანამშრომლობის შესაძლებლობები!

 

+995500505068

[email protected]

© 2025 ავიაბილეთები ბიზნესისთვის FlyAvia. ყველა უფლება დაცულია.

Call Now Button