საქართველოში 4 ახალი ავიაკომპანია შემოდის – 5 ახალი პირდაპირი მიმართულება

საქართველოს ბაზარზე გაზაფხულიდან ოთხი ახალი ავიაკომპანია შემოდის. კერძოდ, მარტის ბოლოდან ქვეყანაში ეტაპობრივად იწყებს ოპერირებას British Airways -ს, Transavia France -ი, easyJet -ი და Edelweiss -ი.

უფრო კონკრეტულად, 30 მარტიდან იწყებს ფრენებს British Airways -ი. ლონდონი-თბილისი-ლონდონის მიმართულებით პირდაპირი რეგულარული ფრენები კვირაში 4 სიხშირით შესრულდება. ფრენები ორშაბათს, ოთხშაბათს, პარასკევს და კვირას შესრულდება.

ბრიტანული დაბალბიუჯეტური easyJet თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან 3 ახალი მიმართულებით იწყებს ფენებს. პირდაპირი რეისები ლონდონის, ჟენევისა და მილანის მიმართულებით შესრულდება. ავიაკომპანია ფრენებს 31 მარტიდან იწყებს.

9 აპრილიდან იწყებს საქართველოდან პირდაპირ ფრენებს ფრანგული ავიაკომპანია Transavia France . პარიზი-თბილისი-პარიზის მიმართულებით პირდაპირ რეგულარულ რეისებს კომპანია კვირაში ორი სიხშირით შეასრულებს.

ამასთანავე, 12 აპრილიდან შემოდის ბაზარზე შვეიცარიული ავიაკომპანია Edelweiss -ი. ავიაკომპანია პირდაპირ რეისებს თბილისი-ციურიხი-თბილისის მიმართულებით შეასრულებს. ფრენები კვირაში ორჯერ შესრულდება.

თუ გსურს ავიაბილეთების შეძენა ბიზნესისთვის დაგვირეკე 500505068

© 2025 ავიაბილეთები ბიზნესისთვის FlyAvia. ყველა უფლება დაცულია.

Call Now Button